-
-
მოგვწერეთ
რუსოს “ქარიშხლიანმა გენიამ, მისმა მხურვალე მჭევრმეტყველებამ, მისმა სიძულვილმა ცივილიზაციისადმი, რომელიც ბადებდა ჩაგვრასა და ძალადობას, მისმა ძახილმა ბუნებისაკენ, ზნეთა პირველი სისპეტაკისაკენ [...] ქვეყნის განმაახლებელ ურაგანად, მარსელიოზის ხმებით, გადაიგრიალა საფრანგეთზე” 3. არ დარჩენილა არც ერთი ბევრად თუ ნაკლებად დიდი მოაზროვნე, მწერალი, პუბლიცისტი, რომელსაც არ აღენიშნოს რუსოს უდიდესი დამსახურება აზროვნების ისტორიაში; შელის თქმით, იგი “გენიის მწვერვალი” იყო; ლესინგმა მას “შეუპოვარი ბრძენკაცი” უწოდა, შილერმა “ქრისტესმიერი პიროვნება, ვისთვისაც მხოლოდ ზეციურ ანგელოსთა შორის იყო ადგილი”; კანტი აღიარებდა: “ხალხის სიყვარული ჟენეველმა ფილოსოფოსმა მასწავლაო”; გოეთემ რუსოს “ახალ ელოიზას” ბუნების სახარება უწოდა.
მთარგმნელი: დოდო ლაბუჩიძე-ხოფერია